fbpx
Hereti FM

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში 80-მდე გაიზარდა

133
Share Button

ჩინეთში 80-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ხოლო ინფიცირებულების რაოდენობა 2794-ია. ეს ინფორმაციაგამოაქვეყნა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა. ამ ვნობის მიხედვით, ინფიცირების შემთხვევებმა ერთ დღეში თითქმის 700-ით მოიმატა.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია ტაივანში, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებით ზომებს მიმართა. აიკრძალა გარეული ცხოველებით ვაჭრობა და კარანტინი გამოცხადდა საქონლის ყველა ფერმაში. მუშაობა შეაჩერეს გასართობმა პარკებმა შანხაისა და ჰონ-კონგში.

უკვე რამდენიმე დღეა კარანტინის ქვეშ იმყოფება ჰუბეის პროვინციის 18 ქალაქში მცხოვრები 56 მილიონზე მეტი ადამიანი. ახალი საშიში ვირუსი დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა სწორედ ამ პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი