მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ამოწურა, მან ხელისუფლება უნდა დათმოს” – გია ჟორჟოლიანი

“დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან “ქართული ოცნების” მისამართით მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს, ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს”, – ამის შესახებ პარტია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დამარცხებით თავისი მისია შეასრულა და თავი უკვე ამოწურა. ჟორჟოლიანის თქმით, “ქართული ოცნება” საპროტესტო მოძრაობად დარჩა. მისივე თქმით, “ოცნება” არ იყო მოწოდებული და ვერც მოახერხა, ქვეყანა წაეყვანა განვითარების გზით. გია ჟორჟოლიანი, რომელიც ქართულ ოცნებათან კოალილციაში იყო, პირდაპირ ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ თავისი მისია ამოწურა და მან ხელისუფლება უნდა დათმოს.

გია ჟორჟოლიანის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button