მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო
საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩინეთიდან თურქეთი გამოიყვანს

თურქეთი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად დაგეგმილია საქართველოს შვიდი, აზერბაიჯანის შვიდი და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციაც.
თურქეთში დაბრუნების შემდეგ ყველა მათგან კარანტინში გააჩერებენ. ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება თურქეთმა ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო.
სამხედრო თვითმფრინავი ანკარაში მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩინეთში დღეს, 30 იანვარს გაფრინდა. მოქალაქეების ევაკუაცია თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავით მოხდება. თვითმფრინავის ბორტზე ასევე იმყოფება ექიმების გუნდი და ინფექციონისტები.