მნიშვნელოვანისაქართველო

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას უდანაშაულოდ ცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლითა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ცნობისთვის, “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button