fbpx
Hereti FM

ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე უარს ამბობს

18
Share Button

ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან არ დაბრუნდება. პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან და უმრავლესობას შეთავაზებაზე უარს ეუბნებიან.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ გიგი უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ჩიხში თავად შეიყვანა და ახლა საუბარს აზრი არ აქვს. მათი განცხადებით, მართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული დღევანდელი განცხადება სიცრუეა, მათი მიზანი პარტნიორების შეცდომაში შეყვანაა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

“ევროპული საქართველოდან” გიგა ბოკერიას და “ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძის ხმა

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი