fbpx
Hereti FM

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა

49
Share Button

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. ჩაკეტილია ხულოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა.

ასევე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მაღალმთიანი აჭარის ყველა სკოლაში.

აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უხვი ნალექის გამო მაღალმთიანეთში სწავლის პროცესი ერთი დღით გადაიდო.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რამდენიმე სოფელს. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად თოვს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი