მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

აჭარის ტელევიზიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

საბჭო იმ სტრატეგიას განიხილავს, რომელმაც ტელევიზიის სამომავლო გეგმები, მათ შორის საშტატო ცვლილებები უნდა განსაზღვროს. შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, დირექტორი, ჟურნალისტები, არასამთავრობოები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. დაპირისპირება კი სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფკავშირმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და მისი შეცვლის მცდელობას. მათი თქმით, ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებს საშტატო განრიგში თანამდებობას უცვლიან. ამიტომ ისინი მოითხოვენ მიმდინარე დღის წესრიგზე აზრის დაფისქირების საშუალება მიეცეთ.

რაც შეეხება ცვლილებებს, რეორგანიზაციის მოტივით უფლებამოსილება ეზღუდებათ რამდენიმე მოადგილეს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს.

მოუსმინეთ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა კომენტარებს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button