მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

მაია მერკვილაძე: ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ გარკვეულ ჯგუფებს იყენებს

დღეს გადაწყდება “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის” სხდომაზე,დაუჭერს თუ არა მრჩეველთა საბჭო მხარს დირექტორის ინიციატივას – შეიცვალოს თუ არა საშტატო განრიგი მაუწყებელში.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების უმრავლესობა ფიქრობს,რომ თუ საშტატო განრიგი შეიცვლება, შესაძლოა ტელევიზიაში მაუწყებელის შინაარსის ცვლილებებიც მოხდეს.

ასე ფიქრობს მაია მერკვილაძეც, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ერთ-ერთია იმ კანდიდატთა შორის, რომლის შტატის შემცირებასაც ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გეგმავს.

ბათუმში, ამ წუთებში სხდომის პარალელურად “აჭარის მაუწყებლის” წინ აქციაა,რომელსაც მაია მერკვილაძის თქმით,იქ მონაწილე ადამიანებს სამუხაროდ ხელისუფლება იყენებს.

რადიო თბილისთან მერკვილაძის ამბობს, რომ თანამშომლებს აქვთ გეგმა, რომელსაც სხდომის დასრულების შემდეგ გაახმაურებენ.

მოუსმინეთ ბათუმიდან ჩართვას ჩვენს ახალ ამბებში, რომელსაც ჟურნალისტი ეკა მიშველაძე უძღვება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button