fbpx
Hereti FM

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ რომ ვანო მტკიცე და გაუტეხელია

659
Share Button

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას მიესალმება, ამის შესახებ იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

სააკაშვილი ამაყობს,რომ ვანო მერაბიშვილი გაუტეხელი და მტკიცეა.

“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით.ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება.დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო,არამედ იმიტომ,როგორც ვანომ თქვა,ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება., მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ,არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ” – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი