მნიშვნელოვანისაქართველო

მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ვანო მერაბიშვილთან არ ითანამშრომლებს.

მანვე შეაფასა მერაბიშვილის პირველი განცხადება და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების “დამხობის” გზით ცვლილება:

“ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოიხდის სასჯელს, მივესალმები მის თავისუფლებაზე ყოფნას. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა დამხობა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობისა და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის”.

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა.

ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისსის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button