მნიშვნელოვანისაქართველო

მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მიხეილ კალანდიას ოჯახი საქმის გასაჩივრებას აპირებს.

მიხეილ კალანდიასთვის 15-წლიანი პატიმრობის მისჯას აფასებს საქმის პროკურორი ბესიკ ქარცხავა და აცხადებს, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა კალანდიას ბრალეულობა. როგორც საქმის პროკურორი ბესიკ ქარცხავა აცხადებს, პროკურატურა ოჯახის მიერ გაკეთებული პოლიტიკური სპეკულაციების შემცველ განცხადებებს არ გამოეხმაურება.

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც თენგიზ კალანდიამ განაცხადა, ოჯახი სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს. თენგიზ კალანდიას თქმით, ზაზა სარალიძემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაჩენის გამოცხადების დროს თბილისის საქალაქო სასამართლოშ იყო, თუმცა
სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა შვილის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button