მნიშვნელოვანისაქართველო

მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს, შესაძლოა, ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუხდეთ

5 პაციენტი გადის მკურნალობას თბილისისა და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში, კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება, თუმცა ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეკომენდაციებზე განმარტება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა.

როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რისკ ჯგუფის შემცველი ქვეყნებიდან შემომსვლელი ვიზიტორების მიმართ კონტროლი გამკაცრდება და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს ორკვირიანი კარანტინის გატარება მოუწიოს.

თამარ გაბუნიას ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button