მნიშვნელოვანიმსოფლიო

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით France24 ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნული ცნობები მედიასთან დაადასტურა.

მაღალჩინოსანი ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

25 თებერვლის მდგომარეობით ირანში ახალი ვირუსის გამო ჯამში 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 95 დაინფიცირდა.

ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა.

ირანთან საზღვარი ჩაკეტა თურქეთმა, საქართველომ კი გააუქმა ფრენები.

მსგავსი პოსტები

Back to top button