კვების რაციონიდან ამოღებული ქათმის ხორცი ანაგის ბაღში
“სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის N 7-ე საბავშვო ბაღში კვების რაციონიდან ქათმის ხორცი ამოიღეს” – ამის შესახებ ბლოგერმა ნინო გოგოლაშვილმა რადიობლოგში განაცხადა, რომელიც “ჰერეთის” ეთერში გავიდა.
ბლოგერის თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ადმინისტრაციას ქათმის ხორცის შეძენა ძვირი უჯდება.
ამ თემაზე “სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ეკა ჩახნაშვილმა” განმარტება “თოქ შოუ თავისუფლ დროში” გააკეთა, სადაც მან აღნიშნა: “ბაღებში ქათმის ხორცი იმიტომ არ შედის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა მომმარაგებელმა ფორმა N 2-ი ვერ წარადგინა, რომელიც ვეტერინარულ შემოწმებას გულისხმობს”.
“ამ საბუთის გარეშე შემოტანილი პროდუქტი საშიშია, ამიტომაც ტენდერში გამარჯვებულებმა დაწერეს განცხადება და გავიდნენ ბაღიდან”, – ამბობს ეკა ჩახნაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ როდის მიიღებენ სკოლამდელები ქათმის ხორცს, ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ “სასწავლო წლის დაწყებამდე ახალი ტენდერი გამოცხადდება”.