მნიშვნელოვანისაქართველო

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი 16 მარტამდე შეწყდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა. ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, სკოლების მსგავსად, 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყდება. გადაწყვეტილება თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლის საგაზაფხულო არდადეგებიც დროზე ადრე იწყება.

“ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს”, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button