მნიშვნელოვანისაქართველო

მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები სავალდებულო კარანტინში მოხვდებიან

თუ თქვენ ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან ან ირანიდან საქართველოში ჩამოხვალთ სავალდებულო 14 დღიან კარანტინში მოხვდებით.

დღეიდან, 7 მარტიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა.

წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცოდნა.

უწყებათაშორისი საბჭოს განცხადებით: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;

საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

” დროებით შეჩერდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან.საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში  (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.” – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button