fbpx
Hereti FM

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

830
Share Button

საქართველოში ერთით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე 13-ი შეადგინა.

განცხადება მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაააკეთა.

ამჟამად ინფექციურ საავდმყოფოში 50 პაციენტი წევს, რაც ცერცვაძის თქმით, რეკორდული ციფრია. მისი თქმით, კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული.

დღეს, 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილიც. ნიკოლოზ გამყრელიძემ ვირუსის დადასტურების შესახებ, თავის Facebook-ზე დაწერა და ინფექციურ საავადმყოფოს ინფორმაციის გასაჯაროების უფლება მისცა.

ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

დღეს,7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად მსოფლიოში სულ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3491-ია, 102.472 ადამიანი ვირუსს ებრძვის, 57.463-კი გამოჯანმრთელდა.

ამ ლინკიდან თვალ-ყური ადევნეთ ქვეყნების მიხედვით კორონას გავრცელების რუკას ონლაინში.

 

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი