მნიშვნელოვანისაქართველო

გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან საქართველოში შემოსვლის წესები გამკაცრდა

საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით შემოსვლის წესები გამკაცრდა კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის განაცხადა, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

“საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ან ისინიც გაივლიან 14-დღიან კარანტინს”, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button