მნიშვნელოვანისაქართველო

საფრანგეთიდან ჩამოსული 50 ადამიანი კარანტინს კახეთში გადის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში საკარანტინე ზონა მოეწყო, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული 50 ადამიანი მოათავსეს.

საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში პარიზი- თბილისის რეისით დაბრუნდნენ. ისინი სოფელ იყალთოში მდებარე სასტუმროში 14 დღიან საინკუბაციო პერიოდს გავლიან.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების რისკ ჯგუფის ქვეყნების სიაშია, იქიდან დაბურნებული მოქალაქეების გადაყვანა აცილებელი იყო.

ხიზანიშვლის თანახმად, მოქალაქეებს სასტუმროს პერსონალი სრული ეკიპირებით და ყველა რეკომენდაციის დაცვით ემსახურება.

ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საკარანტინე ზონას დაცვის პოლიცია იცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button