მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე გაიხსნა

კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მოეწყო კიდევ ერთი საკარანტინო ზონა. 18 მარტის მდგომარეობით, ქალაქის სამ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში იმყოფება საერთო ჯამში 160 ადამიანი. კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაშია 198.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანა სამი პირი.

ნელი ხიზანიშვილის ცნობით, წუხელ, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს საქართველოს 5 მოქალაქე, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

მსგავსი პოსტები

Back to top button