მნიშვნელოვანისაქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის [19:00] კორონავირუსით ინფიცირების რიგით 49-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. ინფორმაციისთვის, 49 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
როგორც ცნობილია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ძალაში შევიდეს, პარლამენტის თანხმობაა საჭირო. თუ დოკუმენტი კენჭისყრაზე ხმებს ვერ მოაგროვებს, საგანგებო მდგომარეობა უქმდება.