მნიშვნელოვანისიახლეები

რადიო ჰერეთის ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი მოხუცებს და ორსულებს დახმარებას სთავაზობს

რადიო ჰერეთის ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ქალაქ ლაგოდეხის მასშტაბით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოხუცებს და ფეხმძიმეებს პროდუქტებისა და მედიკამენტებით მომარაგებაში საკუთარი ველოსიპედით ეხმარება.

დათოს მობილურზე უკავშირდება ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება და სურვილი აქვს მათთვის სურსათ-სანოვაგე და მედიკამენტები სახლში მიიტანოს. ჟურნალისტმა აქცია დღეს საკუთარ ფეისბუქზე დაიწყო.

რადიო ჰერეთი უერთდება დათოს ინიციატივას და დღეიდან შემოგთავაზებთ მის მიერ გადაღებულ მოკლე ვიდეოებს. ქ.ლაგოდეხის მასშტაბით დათოს დაუკავშირდით ნომერზე 577 60 55 09

https://www.facebook.com/radiohereti/videos/222504985616979/

მსგავსი პოსტები

Back to top button