მნიშვნელოვანისაქართველო

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

ტერიტორიაზე აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, ასევე დახურულია ყველა ობიექტი, მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა.

მარნეულის შესასვლელთან მთელი ღამის მანძილზე ჯარი იყო მობილიზებული. მოეწყო დროებითი გამშვები პუნქტი, რომელსაც საპატრულო პოლიცია და სამხედრო სამსახურის ჯგუფები აკონტროლებენ.

ტერიტორიაზე გვიან ღამით რამდენიმე ათეული სამხედრო სპეცტექნიკაც შევიდა.

მკაცრი ზომების მიღება, კორონავირუსის გამოვლენის ახალ შემთხვევას უკავშირდება. კოვიდ 19 მარნეულში შუახნის ქალს დაუდგინდა, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა და კონტაქტი ათეულობით პირთან ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button