“ფლანგვის დეტექტორი” მთავრობას ხარჯების ეფექტურად გადანაწილებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია”მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” მედიაპლატფოტრმა “ფლანგვის დეტექტორში” აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით, ყველაზე მეტად ღარიბი და დაუცველი ადამიანები ზარალდებიან. ამ პირობებში, ხელისუფლებას შეუძლია არაეფექტური სახელმწიფო პროგრამების შემცირება და დაზოგილი თანხის დასახმარებლად გამოყენება.
დაზარალებულებისთვის ფულის პირდაპირ გადაცემის იდეას ბევრ ქვეყანაში ემხრობიან. მაგალითისთვის, ამერიკა შეგვიძლია ავიღოთ, სადაც ამ იდეას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია.
“ფეხბურთის ფედერაციის სახელმწიფო დაფინანსების განახევრებით, დაზოგილი 17 მილიონი ლარი საკმარისია იმისთვის რომ 34 000- ს სოციალურად დაუცველს 500 ლარიანი დახმარება მიეცეს” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდზე.
” 2020 წელს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის ჯამში 43.9 მილიონ ლარს გამოყოფს. ამ თანხის დიდი ნაწილი “ფეხბურთის განვითარების ფონდს” გავლით, იმ 260 მილიონიანი პროექტის ფარგლებში დაიხარჯება, რომელიც სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყო. ჩვენს მიერ დაანგარიშებული თანხა, შემდეგი სამი კვარტლის მონაცემებს ეფუძნება და არ მოიცავს სრულ საანგარიშო წელს, ვინაიდან პირველი კვარტალის ბიუჯეტი თითქმის სრულად ათვისებულია. იხილეთ დოკუმენტი” – აცხადებენ ორგანიზაციაში