fbpx
Hereti FM

საქართველოში 66-მდე გაიზარდა COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები

85
Share Button

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. მათ შორის, ერთით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა. ჯამში ახალი ვირუსი 9 პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 მოქალაქე რჩება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ხუთივე ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება.

“ამ ეტაპზე 66 დადასტურებული შემთხვევააა, აქედან 40 ჩვენ ცენტრში. ჩენ ცენტრს გარეთ 26 დადასტურებული შემთხვევაა. ყველა შემოსული ადამიანი ან საკარანტინო სიტუაციაში ხვდებიან ან თვითიზოლაციაში. ხუთივე ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერიდანაა. ზოგი 7-ში იყო ჩამოსული, ზოგი 11-ში და ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა სხვადასხვა სიმპტომები, მოგვაკითხეს. ასე, რომ გუშინ 16 პაციენტს ჩაუტარდა ანალიზი, ხოლო 5-ზე დადებითი პასუხი მოვიდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

COVID-19-ით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი