fbpx
Hereti FM

საქართველოში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

217
Share Button

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადგინდა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. 

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის (COVID – 19) ინფექცია დაუდასტურდა,ექიმია.

„ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან [ექიმებთან] შეხვედრა, მაგრამ იმ დროს ჯანმრთელი იყო. მან, როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ეს დინამიკაში გამოვლინდება. ამ ქალთან არსებული კონტაქტების შესწავლა გაგრძელდება“, – ამბობს ეზუგბაია.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პირველადი ტესტირების შედეგად ნეგატიური ან სუსტი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პირველადი ტესტირების შედეგად ნეგატიური ან სუსტი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თანახმად, ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია ქვეყნების მიხედვით გაფართოვდა, თუმცა ჯერჯერობით ყველა შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება.

„არც ერთი დამატებული შემთხვევები ქვეყანაში დღეს არ არის ახალი კლასტერები. 4 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული, მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები ანუ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლელული იყო ასევე სხვა პაციენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ მარნეულში “ჯეოჰოსპიტალში”, სადაც ეს ქალბატონი იყო. ასევე პერსონალი “ჯეოჰოსპიტალის”. გარდა ამისა, ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერჯერობით ყველა უარყოფითია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ 24 მარტს მან თქვა, რომ შესაძლებელია, ეპიდ-კვლევებით მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყაროც დადგინდეს. მისი განმარტებით, დანარჩენ ყველა შემთხვევაში პაციენტთა ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ფიქსირდება უკვე თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსულ და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა“ – თქვა იმნაძემ. 

ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

დღეს, მარნეულში ინფიცირებულ 62 წლის ქალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “ჯეო-ჰოსპიტალმაც” როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით.

„ჯეო ჰოსპიტალსის” მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 18 მარტს, თვითდინებით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით შემოვიდა მდედრობითი სქესის 62 წლის პაციენტი. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20 წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი. დაწესებულების პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს.

პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით.

2020 წლის 21 მარტს პაციენტს განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი.

დკსჯეც-ის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში. ამავდროულად, აღნიშნულ პირებს 2020 წლის 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ის იდენტიფიცირებისათვის (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს), ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი.

მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კარანტინში 4055 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 რჩება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი