მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილა, 22 კვირის ორსული, რომელსაც სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ტურძელაძემ განაცხადა, ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button