მნიშვნელოვანისაქართველო

79-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 79-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანი რჩება.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button