fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

81-მდე გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში

135
Share Button

საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

“გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეს დილას არის უკვე 81, გუშინდელს შემდეგ 4 ახალი შემთხვევა გვაქვს. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი, დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა კლინიკებში. გამოჯანმრთელებულებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა 2, იყო 10 გამოჯანმრთელებული, გახდა 12. ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ბინაზე გაწერილია 11. მე-12 პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს პასუხთან, ანუ ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, მაგრამ აუცილებელია შეფასდეს ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემები. შეფასდება კლინიკური მონაცემები და ეს პაციენტიც ალბათ დატოვებს დღეს ჩვენს ცენტრს. კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული არის საჩხერის საავადმყოფოდან. ანუ, სულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

27 მარტის დილის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 4 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 257 პაციენტია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი