მნიშვნელოვანისაქართველო

კახეთის შესასვლელებში შესაძლოა ბლოკპოსტები მოეწყოს

კახეთის შესასვლელებში შესაძლოა ბლოკპოსტები მოეწყოს. რეგიონის მასშტაბით, ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით სავარაუდოდ ორი ადგილი შეირჩევა.

ბლოკპოსტები მოეწყობის შემთხვევაში თერმოსკრინინგით შეამოწმებენ რეგიონში შემომსვლელ და გამსვლელ მგზავრებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, მართალია, ეპიდსიტუაცია სტაბილურია და თვითიზოლაციაში მყოფ არცერთ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა პრევენციული ზომების გამკაცრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button