მსოფლიოსიახლეები

ინფიცირებულმა ქალმა ახალგაზრდისთვის თავი გასწირა

Dailymail-ის ინფორმაციით, ბელგიაში 90 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სასუნთქი აპარატის დაყენებაზე უარი განაცხადა და იგი ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო.

„არ მინდა ხელოვნური სასუნთქი აპარატი. ახალგაზრდებისთვის შეინახეთ. მე უკვე საკმარისად ვიცხოვრე და კარგი ცხოვრებაც მქონდა“,- უთხრა ექიმებს.

90 წლის სუზან ჰოლატერსი საავადმყოფოში 20 მარტს გადაიყვანეს. მას უმადობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button