მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“საქართველოში მეზობლებში და უბნებში გადაადგილება 12%-ით გაიზარდა”

Google-მა საქართველოში მოსახლეობის აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა. სოციალური გიგანტის ინფორმაციით, 67%-ით შემცირდა მოქალაქეების გადაადგილება მაღაზიებში, რესტორნებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

კომპანიის განცხადებით, კვლევა მობილური ტელეფონებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება და მასში ნათქვამია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი საგანგებო რეჟიმის პირობებს ემორჩილება.

16 თებერვლიდან 29 მარტამდე 53%-ით არის შემცირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რკინიგზის მომსახურებით სარგებლობა.

სურსათის მაღაზიებში, ბაზრებსა და აფთიაქებში 36%- ით ნაკლები მოქალაქე გადაადგილდებოდა.

38%-ით შემცირდა დასაქმებული ადამიანების გადაადგილება სამუშაო ადგილებზე.

ამავე პერიოდში, 12 % -ით გაიზარდა მეზობელ გარემოში – უბნებში გადაადგილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button