საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოვლინდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/policia-2.jpg)
შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე ქვეყანაში 180 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 72 მოქალაქე დაჯარიმდა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი, სამართალდამცველებმა 163 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.