კრიმინალისაქართველოსიახლეები

1 მოქალაქის 3 დარღვევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ე.წ. კომენდანტის საათი დარღვევია, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას “შეჯახება მოახდინა” და პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით, ის 3 000 ლარით დააჯარიმეს. ნასვამ მდგომარეობაში შეჯახების საქმეზე გამოიწერა ოქმი, რომელიც ითვალისწინებს 3 წლით მართვის უფლების შეჩერებას. პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით კი, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობით გავთვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 113 მოქალაქე დააჯარიმეს. 21 პირი კი საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის ბრალდებით დააჯარიმეს.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ბრლადებით დააჯარიმეს 90 პირი. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი კი, დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button