fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

#გაიზიარეთანადგომა – ჰერეთი ქართული ღვინისა და ტურიზმის მხარდასაჭერად

800
Share Button

რადიო ჰერეთი FM102.8 ასოციაცია „ქართული ღვინო“ ერთად ახალ პროექტს იწყებს და იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ერთობლივ კამპანიამ, სახელწოდებით #გააზიარეთანადგომა დღეს 6 აპრილს აიღო სტარტი.

რადიო ჰერეთის ფეისბუქ გვერდზე დღეიდან ღვინის კომპანიებისა და მარნების მფლობელები საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოებს შემოგვთავაზებენ და ახალი რეალობის გამოწვევებზე გიამბობენ. 

კამპანია მიზნად ისახავს ღვინის მწარმოებლების და ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიების მხარდაჭერას და მათი ცნობადობის ამაღლებას.

მოუსმინეთ ირაკლი ღადუაშვილს, პროექტის ერთ-ერთ ავტორს, ასოციაცია “ქართული ღვინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს.

“მსოფლიო მასშტაბით დღეს კომპანიების უმრავლესობა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზისს განიცდის. საკარანტინო შეზღუდვების გამო საცალო სავაჭრო ობიექტები მომხმარებლებისგან ცარიელია, ლოჯისტიკური პრობლემების გამო ონლაინ გაყიდვები მცირდება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში დიდი წარმოებები მუშაობას აჩერებენ. კომპანიები გამოსავლის გზებს ეძებენ და კრიზისის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიებს შეუმსუბუქებს სტრესულ გარემოს და ხელს შეუწყობს პოზიტიური აზროვნების განვითარებაში. მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, დღეს რაც ყველაზე მეტად ჭირდება ბიზნესს ეს არის თანადგომა. ჩვენი გადაწყვეტილება აგვეღო სოციალური პასუხისმგებლობა დავხმარებოდით კომპანიებს სწორედ ამას ემყარება და კრიზისის პირველ ეტაპზე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ბიზნესს და ვიმუშაოთ მათი ცნობადობის ამაღლებაზე.” – აცხადებენ პროექტის ავტორები. 

ნახეთ პირველი ვიდეო

ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ, მინიმალური დანაკარგით დავამარცხოთ Covid 19-ით გამოწვეული კრიზისი.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი