მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების კლებადი სტატისტიკა ევროპაში

ავსტრიაში თანდათანობით აპირებენ, ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუდნენ. კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, მთავრობა მცირე მაღაზიებს გახსნის საშუალებას შემდეგ კვირას მისცემს, მიზანი კი არის, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზია და მოლი 1 მაისს გაიხსნას. შემდეგ, კურცის გეგმის თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიხსნას სასტუმროები და რესტორნები, თუმცა ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებენ. რაც შეეხება საჯარო ღონისძიებებს, ამ გეგმის თანახმად, ივნისის ბოლომდე ქვეყანაში არავითარი ღონისძიება არ ჩატარდება.

ავსტრიაში კვირას დილით ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა დღესთან შედარებით, 270-ით გაიზარდა თუმცა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა, შაბათთან შედარებით, 491-ით მეტი იყო.

6 აპრილისთვის, ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიით 204 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ან ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია ევროპოს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც ვლინდება. გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა უკვე მეოთხე დღეა მცირდება. ხოლო კორონავირუსისგან დადასტურებული გარდაცვალების დღიური შემთხვევები იკლებს ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button