“ევროპაში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს”

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში 195 დადასტურებული შემთხვევიდან, 3 გარდაცვალება და 45 გამოჯანმრთელების ფაქტი დაფიქსირდა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, განკურნების ეს მაჩვენებელი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, 35 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, დანარჩენი 10 კი, ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში განიკურნა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, COVID-19-ის გავრცელებისა და გარდაცველების ფაქტების სიმცირის მხრივ, ევროპაში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
“საქართველოს კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელების, ავადმყოფების და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ, ევროპის 53 ქვეყანაში უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა აქვს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ყავს ევროპის დანარჩენ ქვეყნებს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ამ მხრივ, საქართველოს მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია.
“ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს, ან იქნება ათასსა და 2 ათასს შორის, მაშინ, როდესაც სხვა ჩვენზე პატარა სახელმწიფოებშიც, ეს რიცხვი 20-30 ათასზე მეტია, – ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი ვარაუდით, საქართველოში პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება და ეს მდორე პიკი იქნება.