საქართველოსიახლეები
თბილისში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

თბილისში მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია 8 აპრილს, საღამოს მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი მანქანის სამივე მგზავრი დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.