მსოფლიოსაქართველოსიახლეები

გადარჩენილი ეკიპაჟი ცეცხლმოდებული გემიდან

8 აპირილს, გვიან ღამით, 3:00 საათზე ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ “BELLATRIX”-ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

როგორც ბათუმელი მეზღვაური, გიორგი თუშმალიშვილი ფეისბუქზე წერს, ცეცხლმოდებულ გემის ეკიპაჟის წევრებს დახმარება გაუწიეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Arife-ს ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ცეცხლმოდებული გემიდან ყველა მეზღვაური უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.

“გუშინ გაჩნდა ხანძარი გემზე, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, ჩვენს გემზე ამოყვანილი იქნა ეკიპაჟის 12-ვე წევრი. მადლობა ღმერთს, მსხვერპლის გარეშე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ” – წერს მეზღვაური და ვიდეოს ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button