მსოფლიოსიახლეები

პენჯაბის შტატიდან ჰიმალაის მწვერვალები გამოჩნდა

ინდოეთის პენჯაბის შტატის მოსახლეობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰიმალაის მწვერვალები პირველად დაინახა.

ხილვადობის გაუმჯობესება კორონავირუსის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა და ჰაერის გასუფთავებამ გამოიწვია.

პენჯაბის მოსახლეობა ჰიმალაის მთათა სისტემას 160 კილომეტრიდან ხედავს. ქალაქ ჯალანდარის და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობამ სახლებიდან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში ატვირთა.

CNN-ის ინფორმაციით, ჰაერის სწრაფად გაწმენდა ბოლო კვირებში ინდუსტრიების დახურვამ, ავტომობილების გაჩერებამ და ფრენების გაუქმებამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button