საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტის“ თანამშრომელია. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა. ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი.

აღნიშნულის გამო, იზოლაციაშია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, თვითიზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორი გიორგი კაჭახიძე. გამოკვლევები უტარდებათ როგორც კლინიკის სხვა თანამშრომლებს, ასევე – პაციენტებს.

რაც შეეხება კლინიკა “თიმში” მყოფ სხვა პაციენტებს, მათ შორის ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო 7 მძიმე პაციენტი, კლინიკის დირექტორის თქმით, ადგილზე რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

კლინიკაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button