მსოფლიოსიახლეები

შეერთებულ შტატებში შტორმს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ლუიზიანას, ტეხასის და მისისიპის შტატებში შტორმმა ტორნადო და წყალდიდობა გამოიწვია. დაიღუპა, სულ მცირე, 6 ადამიანი.

ლუიზიანას რამდენიმე ქალაქში ტორნადომ სახლები დაანგრია.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, მისისიპის, ალაბამას და ჯორჯიას შტატებში შტორმები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. შესაძლოა, წარმოიქმნას ტორნადოები, მოსალოდნელია ძლიერი სეტყვა.

მიუხედავად კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინისა, მოსახლეობას მოუწოდებენ, საფრთხის შემთხვევაში, თავშესაფრებს მიაშურონ. გამოქვეყნდა სპეციალური მითითებები, თუ როგორ უნდა დაიცვან დისტანცია.

ამჟამად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. დაავადების 560 433 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 22 115 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 32 634.

ლუიზიანაში გამოვლენილია 20 595 შემთხვევა, დაიღუპა 840 ადამიანი. ტეხასში დაავადებულთა რიცხვი 13 640-ს აღწევს, დაღუპულთა რიცხვი კი, 278-ია. მისისიპის შტატში ვირუსი დაუდგინდა 2 781 ადამიანს, დაიღუპა – 96.

მსგავსი პოსტები

Back to top button