პენტაგონის 2015 წლის სამხედრო სტრატეგია
პენტაგონი 2015 წლის სამხედრო სტრატეგიას აქვეყნებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავარ საფრთხეებს, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრება, არამხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”, არამედ “რევიზიონისტი ქვეყნები” რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც წარმოადგენენ.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეიტანა საკუთარი წვლილი ნარკოტიკებთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი მაინც ავლენს მეზობელი სუვერენული ქვეყნების მიმართ უპატივცემულობას და სურვილს – საკუთარ მიზნებს ძალის გამოყენებით მიაღწიოს”, – ნათქვამია პენტაგონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
სამხედრო სტრატეგიაში ასევე ნახსენებია “ჰიბრიდული ომი” რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის კონტექსტში. ამას გარდა, დოკუმენტის ავტორები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ და მესამე ძალის გამოყენებით რეგიონული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ.