მსოფლიოსიახლეები

უკრაინაში, ჯაშუშობის ბრალდებით, გენერალი დააკავეს

უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ადამიანი, რომელმაც გენერლის წოდება ღირსების რევოლუციის შემდეგ მიიღო და უკრაინა უნდა დაეცვა, მის წინააღმდეგ მუშაობდა. ჩავატარეთ რთული, ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი სპეცოპერაცია. ეს დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ყველაზე სერიოზული გამოძიებაა“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ, ივან ბაკანოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვალერი შაიტანოვს სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button