fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რეზო ესაძე გარდაიცვალა

154
Share Button

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რევაზ ესაძეს 122 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. გადაღებული აქვს 11 ფილმი. სხვადასხვა წლებში იგი იყო იუმორისტულ გაზეთ „ჭინჭრაქას” რედაქტორი, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი, გაერთიანება „დებიუტის” სამხატვრო ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია “+1”-ს. ასევე, იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.

რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი იყო.

ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში.

გასული წლის თებერვალში, როდესაც 85 წელი შეუსრულდა, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი