“პატრიარქის კისერზეა დღეს დავირუსებული ხალხის ცოდვა”
ყოფილი დეკანოზი, ბასილ კობახიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს და წერს, რომ მან „მრევლი დაატერორა“. ის წერს, რომ პატრიარქის პასუხისმგებლობა იქნება „დავირუსებული ხალხის ცოდვა“:
„კატასტროფა მოხდა. თბილისში ქუთაისში, რუის ურბნისში, შუახევში, გორში და მთელ საქართველოში. მხოლოდ პატრიარქს შეეძლო, რომ ეთქვა ერთი სიტყვა და მთელი მრევლი სახლში დარჩებოდა უსიტყვოდ. გადაარჩენდა დავირუსებას უამრავ ადამიანს. არ გააკეთა. პატრიარქის კისერზეა დღეს დავირუსებული ხალხის ცოდვა. პირიქით, ეპისტოლეში ისევ დაატერორა მრევლი, ზიარების გარეშე ხომ იცით სამოთხეში ვერ შეხვალთო, პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლიაო. პატრიარქმა რა იცის პანდემიის პრობლემები? საფრანგეთში მარტო დღეს 642 ადამიანი დაიღუპა. მინისტრები, პოლიცია აღდგომას გვილოცავენ, კახი კალაძე მრევლს მადლობას უხდის. აქ ვხედავ რომ ნორმალური ხალხიც გვილოცავს და ხატების ფოტოებს დებს. რა არის ეს რა, ამდენი ხალხი დავირუსდა და თქვენ მაინც რატომ ცირკაჩობთ, რატომ? ესაა აღდგომა? ხალხის დავირუსებისთვის ყურადღების არ მიქცევა? ეს რა აღდგომაა, არაფერი აღდგომა არ ყოფილა. ყველაფერი აღდგომის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ მოხდა“. – წერს ბასილ კობახიძე.