
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 6 060 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი, 42 853-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
24 საათის განმავლობაში, COVID-19-მა ქვეყანაში კიდევ 48 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 361-მდე გაიზარდა. კორონავირუსი რუსეთში ამ დროისთვის 3 291-მა ადამიანმა დაამარცხა.