მსოფლიოსიახლეები

130 მილიარდიანი ქვითარი გერმანიისგან ჩინეთს

გერმანია ჩინეთს კოვიდ19-ის გამო მიყენებული ზარალის 130 მილიარდის ქვითარს უგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express.co.uk ავრცელებს.

ინვოისში ის ხარჯებია გაწერილი, რომელიც ქვეყანამ კოვიდ-19 -ის გამო მიყენებული ზიანის შედეგად გაიღო. საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, გერმანიამაც ღიად დაადანაშაულა ჩინეთი კრიზისის შესახებ ინფორმაციის დამალვაში. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ჩინეთს ამ დრომდე არ დაუსახელებია აფეთქების პირველი წყაროს წარმომავლობა.

“თუკი აღმოჩნდება, რომ ჩინეთის ხელისუფლება განზრახ მალავდა ფაქტებს, მაშინ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები”, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მან გამორიცხა ის ვარიანტი, რომ პეკინმა თითქოს სპეციალურად არ დაუშვა ეს შეცდომა. “შეცდომები ხდება”, – აცხადებს იგი. მისი თქმით, შეცდომები არ არის ისეთი საშიში, როგორც სპეციალურად დაფარული მონაცემები.

აშშ-ის ადმინისტრაციაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი დებორა ბირკი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობისა და დაავადების გავრცელების შესახებ, არარეალურად მიიჩნევს.

“შეგიძლიათ შეხედოთ, რამდენად არარეალურია ისინი”, – აცხადებს ბირკი.

აქამდე ტრამპმა უკვე გამოთქვა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არარეალურია. მისი მოსაზრებით, რეალურად, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვლებოდა, ვიდრე აშშ-ში.

ამერიკის ლიდერის თქმით, კორნავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით აგრეთვე, ბევრი უცნაური რამ ისმის, რასაც ამ ეტაპზე აშშ იძიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button