მსოფლიოსიახლეები

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 828 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 828 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.

ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 301 ადამიანი დაინფიცირდა და worldmeters.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მათი რაოდენობა 129 044-ია.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში, კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ინგლისში ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button