საქართველოსიახლეები

“მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყოს დღეში 6 ლარზე ცხოვრება”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული ოცნების ოცნებებია. მისი თქმით, მთავრობის წარდგენილ გეგმას ეკონომიკის გაჯანსაღებასთან და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან კავშირი არ აქვს.

“ანტიკრიზისული გეგმა უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან: სასწრაფოდ შემსუბუქება საგადასახდო პრესის და სასწრაფოდ ლიბერალიზაცია მონეტარული პოლიტიკის, იმისთვის, რომ ასპროცენტიანად დაეტყოს ეს საქართველოს მოქალაქეს, გაიზარდოს მოხმარება” – ამბობს ვაშაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავრობის გეგმით, “იმ თვითდასაქმებულებმა, ვინც ყველაფერი დაკარგეს კორონავირუსის პანდემიის გამო, იატაკზე დაცემული ლარის და უზარმაზარი, გაბერილი ფასების პირობებში უნდა მოახერხონ ექვს ლარზე არსებობა”.

ამიტომ, გრიგოლ ვაშაძე ქართული ოცნების დეპუტატებისგან და მინისტრთა კაბინეტისგან მოითხოვს, “სასწრაფოდ დაიწყონ დღეში ექვს ლარზე ცხოვრება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button